
საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 16 აპრილს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N15, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.49%-ით, მაქსიმალური 9.98%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.76%–ით განისაზღვრა.