
საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 4 ივნისს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N22, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონზე 3 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.77%–ით, მაქსიმალური 4.99%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.88%–ით განისაზღვრა.