
საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 23 ივლისს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N29, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 3 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.25%–ით, მაქსიმალური 4.97%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.85%–ით განისაზღვრა.