საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 13 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N32, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.49%–ით, მაქსიმალური 4.75%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.17%–ით განისაზღვრა.