
საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2012 წლის 22 თებერვალს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N8, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.32%, მაქსიმალური 6.53%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.46%–ით განისაზღვრა.