
საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2012 წლის 16 მაისს, ეროვნული ბანკის 182 - დღიან N20, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 6.72 პროცენტით განისაზღვრა.