საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2012 წლის 23 მაისს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N21, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.23 პროცენტი, მაქსიმალური 6.43 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 6.32 პროცენტით განისაზღვრა.