
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 26 ივლისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N30, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 200 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.76 პროცენტი, მაქსიმალური 5.82 პროცენტი, საშუალო შეწონილი 5.80 პროცენტით განისაზღვრა.