
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 20 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N38, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 360 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ექვს კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.75 პროცენტი, მაქსიმალური 5.85 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 5.78 პროცენტით განისაზღვრა.