
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 6 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N49, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 284 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.50 პროცენტით, მაქსიმალური 5.60 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.51 პროცენტით განისაზღვრა.