საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 20 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N51, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 420 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ექვს კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.25 პროცენტით, მაქსიმალური 5.51 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.27 პროცენტით, განისაზღვრა.