საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2013 წლის 5 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N36, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 300 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 3,75 პროცენტით, ხოლო მაქსიმალური 3,77 პროცენტით განისაზღვრა.