
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2010 წლის 16 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N37, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 230 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.00%, მაქსიმალური 7.15%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.02%–ით განისაზღვრა.