
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 24 მარტს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N12, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.11%, მაქსიმალური 8.18%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.17%–ით განისაზღვრა.