
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 14 აპრილს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N15, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 108 300 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.01%, მაქსიმალური 8.30%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.20%–ით განისაზღვრა.