
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 3 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N44, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 120 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.25%, მაქსიმალური 7.42%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.29%–ით განისაზღვრა.