საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დაცვის ასოციაცია მოინახულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დაცვის ასოციაცია მოინახულა

17 ოქტომბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დაცვის ასოციაცია მოინახულა, რომელშიც რეგისტრირებულია 1800-მდე ბავშვი და მოზარდი. მათი მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რომან გოცირიძეს ასოციაციის საქმიანობა მისმა ხელმძღვანელმა კობა ამირხანაშვილმა გააცნო.   „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი დიაბეტით დაავადებულთა დასახმარებლად აფინანსებს. ეს პროგრამა ათასობით პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების მიერ სერიოზულ მორალურ და ფიზიკურ დახმარებად აღიქმება. თუმცა სახელმწიფო ფინანსები მწირია ამ პრობლემის ძირეულად გააზრებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების რეალიზებისათვის. დიაბეტით დაავადებულთა დახმარების პროგრამის ეფექტიანობა გაცილებით გაიზრდება, თუ მისით საქართველოს ფართო საზოგადოება დაინტერესდება. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს კერძო სექტორი, რომლის ქველმოქმედებაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დაცვის ასოციაცია 1991 წლიდან არსებობს. მას ფილიალები აქვს ქუთაისსა და ბათუმში. ასოციაციიის ეგიდით სახელმწიფო პროგრამაში ამჟამად 900-მდე ბავშვი და მოზარდია ჩართული.
სხვა სიახლეები