საქართველოს ეროვნული ბანკის ნაკრები გუნდი ჯომარდობაში საქართველოს ღია ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ნაკრები გუნდი ჯომარდობაში საქართველოს ღია ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა

19 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული  ბანკის ნაკრები გუნდი საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა ჯომარდობაში გამართულ ჩემპიონატში, რომელიც 17-18 სექტემბერს ბორჯომში გაიმართა. ჯომარდობაში (რაფტინგი) საქართველოს ღია პირველობა წელს პირველად გაიმართა. ჩემპიონატში 20 გუნდი მონაწილეობდა.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და გუნდის კაპიტანმა გიორგი ღლონტმა აღნიშნული ინიციატივა მოიწონა. „ჩემპიონატის ორგანიზატორების მხრიდან იყო ენთუზიაზმი, ჩვენი მხრიდან აზარტი და სპორტულ ინტერესი. ეროვნული ბანკი მომავლშიც მიიღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებაში. სპორტის ამ  სახეობის განვითარება სასურველია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი ღლონტმა.   ჯომარდობაში საქართველოს ღია პირველობის ორგანიზატორები იყვნენ სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდი”, კლუბი „ქართველი ჯომარდელები” და თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი „ნიამორი”.   ჯომარდობა იგივე რაფტინგი მსოფლიოში ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა. სპორტის ამ სახეობის მიმდევრები მდინარეზე გასაბერი ნავებით ეშვებიან. საასპარეზოდ გამოიყენება სხვადასხვა ზომისა და ტიპის ნავები და შესაძლებელია ერთიდან თორმეტკაციანი ეკიპაჟებით ასპარეზობა.
სხვა სიახლეები