საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით თბილისში „VISA“–ს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით თბილისში „VISA“–ს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

03 დეკემბერი, 2009

3 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით სასტუმრო „ქორთიარდ–მარიოტში“ პლასტიკური ბარათების საერთაშორისო სისტემა „VISA“–ს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში  მონაწილებდნენ  საქართველოს  ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციის, კომერციული  ბანკების, ასევე, სამართალდამცავი და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი თემა პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება იყო. შეხვედრის ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პლასტიკური ბარათების თაღლითობასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბარს, რაც ბარათის მფლობელთა ინტერესების  დაცვისკენ არის მიმართული.

შეხვედრაზე განიხილეს პლასტიკური ბარათებით თაღლითობის საკითხები სავაჭრო ობიექტებში, ინტერნეტსა და ბანკომატებში ბარათის გამოყენების დროს, აგრეთვე ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. გამომსვლელებმა ისაუბრეს ბარათების გლობალური უსაფრთხოების ტენდენციებზე. სტუმრებმა ქართველ კოლეგებს პლასტიკურ ბარათებზე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციებიც გააცნეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსის ზურაბ გრიგალაშვილის განმარტებით, “საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულია ქვეყანაში უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტების პოპულარიზაციით, ამ ინსტრუმენტების გამოყენების არეალის გაფართოებით და უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებით. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა” –  განაცხადა ზურაბ გრიგალაშვილმა.

 

სხვა სიახლეები