საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვა კომერციული ბანკებისადმი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვა კომერციული ბანკებისადმი

15 მაისი, 2009

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური წერილით მიმართა კომერციულ ბანკებს, დაუბრკოლებლად მოემსახურონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მათ მოძველებული და დაზიანებული ბანკნოტების გადასაცვლელად მიაკითხავენ.

ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირებული პრეტენზიები და სატელეფონო ზარებია, რომლითაც საზოგადოება ეროვნულ ბანკს დახმარებისათვის მიმართავს კომერციულ ბანკებში მოძველებული 1 და 2 ლარიანი ბანკნოტების  გადახურდავებისას შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად.

მდგომარეობის გამოსწორების, ანგარიშსწორების პროცესში მოქალაქეთა ინტერესების დაცვისა და მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლების მიზნით, ეროვნული ბანკი მოუწოდებს კომერციულ ბანკებს, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ევალებათ ყოველგვარი საზღაურის გარეშე მოახდინონ  მოძველებული ლარის ბანკნოტების და მონეტების იმავე ნომინალის, ან კლიენტურის სურვილისამებრ, ექვივალენტური თანხის სხვა ნომინალის მქონე ბანკნოტებით და მონეტებით გამოცვლა, უზრუნველყონ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის 1 და 2 ლარიანი მოძველებული ბანკნოტების იმავე ნომინალის გადასახდელად ვარგის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (ან, მოთხოვნის შესაბამისად სხვა ნომინალზე) შეუფერხებელი გადახურდავება, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ გახსნილი  ანგარიში მათდამი რწმუნებულ ბანკში.

სხვა სიახლეები