საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო ოპერაციების განხორციელების შესახებ
11 მაისი, 2005
საფინანსო ბაზარის გააქტიურების, ლიკვიდურობის მართვის გაუმჯობესების და ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების სტაბილურობის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2005 წლის 10 მაისიდან გაზარდა ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონებზე გარიგებების ვადიანობა და შემოღებული იქნა 56 და 84 დღიანი აუქციონები, ამასთან შემცირდა ბანკების საკომისიო გადასახდელი აუქციონებში მონაწილეობისათვის წლიური 1%-დან 0.1%-მდე.
2005 წლის 13 მაისიდან საქართელოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო ოპერაციები განხორციელდება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
სადეპოზიტო აუქციონები (84 დღიანი) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი წლიური 6 პროცენტი – აუქციონები გაიმართება ორშაბათს და პარასკევს 11:00 საათზე.
რეპო აუქციონები (14 დღემდე ვადით), მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი წლიური 4 პროცენტი – აუქციონები გაიმართება სამშაბათს და ხუთშაბათს 10:00 საათზე.
ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონები (7,28 და 56 დღის ვადით) ეროვნული ბანკის მიერ შესასყიდ რესურსებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთები 7 დღიანზე – წლიური 2 პროცენტი, 28 დღიანზე-წლიური 5 პროცენტი 56 დღიანზე წლიური 6 პროცენტი. აუქციონები გაიმართება ყოველდღიურად 15:00 საათზე.
ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ 13-დან 20 მაისის ჩათვლით თითოეულ სადეპოზიტო აუქციონზე შესყიდული იქნება 1.5 მლნ. ლარი, ხოლო რეპო აუქციონებზე 2 მლნ. ლარი.