
საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი მიმართულებებისა და ფუნქციების შესახებ თემატური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
პუბლიკაციაში განხილულია ქვეყნის ცენტრალური ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და ამოცანები. "ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. ძლიერი ცენტრალური ბანკი და მისი გამართული საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მყარი გარანტიაა. წარმოდგენილი პუბლიკაცია დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს და რა საქმიანობით არის იგი დაკავებული" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ამაღლობელმა.