საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

05 აგვისტო, 2025

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

 

ძირითადი ტენდენციები

 

ინფლაცია

  • ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია
  • მომსახურების ინფლაცია, რომელიც შედარებით უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, 3%-ს გაუტოლდა


საბანკო სექტორი

  • ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.5 პპ-ით გაიზარდა და 15.6% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივნისში წინა თვესთან შედარებით 1.2 პპ-ით შემცირდა და 49.7% შეადგინა
  • ივნისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 43.1%-ის ნიშნულზეა

 

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - ივნისში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 0.9%-ით გაიზარდა. ზრდის მიმართულებით ძირითადად შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტი მოქმედებდა, 4.0 პპ კონტრიბუციით
  • ექსპორტი - ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და 640.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის ზრდით
  • ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

სხვა სიახლეები