
საქართველოს ეროვნული ბანკი პრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აგრძელებს
მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უგანდის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ესტუმრა. რეგიონული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, უგანდელი ბანკირების პროფესიულ ვიზიტს საქართველოს ეროვნულ ბანკში ორგანიზება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთ აფრიკის ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრმა (IMF East AFRITAC) გაუწია. ქართველმა სპეციალისტებმა აფრიკელ კოლეგებს მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი ანალიტიკური ჩარჩო და გამოცდილება გაუზიარა.