
საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მორიგ მიმოხილვას აქვეყნებს
საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პერიოდულად გამოქვეყნებას აგრძელებს.
პუბლიკაცია რეგულარულად, წელიწადში ორჯერ გამოქვეყნდება. წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს კაპიტალის ბაზრის 2025 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობას ასახავს.
პუბლიკაციის მიზანია, ბაზრის მონაწილეებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითად ტენდენციებზე, სტრუქტურულ თავისებურებებზე, ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე.
ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს, თუმცა ფოკუსირდება ადგილობრივ ობლიგაციების ბაზრებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საჯარო კორპორატიულ ობლიგაციებზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ბაზრის სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას. აქცენტი ასევე კეთდება იმ გამოწვევებზე, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარება. ანგარიში დამატებით განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრის - მათ შორის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებასა და ინვესტორთა ბაზრის გაფართოებაში.
ანგარიშის უახლესი გამოშვება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.