საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2010 წლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსს

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2010 წლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსს

20 დეკემბერი, 2011

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2010 წლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსს

საგადასახდელო ბალანსი მაკროეკონომიკური სტატისტიკური ანგარიშია, რომელიც ასახავს დროის განსაზღვრულ პერიოდში მოცემულ ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ტრანზაქციებს. ინფორმაციის კლასიფიკაცია და კომპილაცია ხდება საერთაშორისო სტანდარტების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელოს (მეხუთე გამოცემა) შესაბამისად.

საგადასახდელო ბალანსის შედგენის პასუხისმგებლობა 2007 წლიდან, მთლიანად საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა.  საგადასახდელო ბალანსი, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია და საგარეო ვალი დგება კვარტალური და წლიური პერიოდულობით და მას ეროვნული ბანკი ყოველწლიურად გამოსცემს.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=353&lng=geo

სხვა სიახლეები