საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

02 ივნისი, 2008

საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუდენტური კონფერენციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საუკეთესო ნაშრომის ავტორებს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს ლევან გაჩეჩილაძესა და ირაკლი ჭელიძეს, წარმატება და პირველი ადგილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა მიულოცა. მეორე და მესამე ადგილებისათვის სპეციალურმა კომისიამ ნინო ბოლქვაძისა და მიხეილ დვალიშვილისა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ციცი ჭკადუას, გაგი გოჩელაშვილისა და დავით ზაზაძის (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) ნაშრომები შეარჩია. კონფერენციის დასკვნით ტურში 10 ნაშრომი იყო წარდგენილი. მათ ავტორებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სტუდენტური კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მისი პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით ჩატარდა. „წლევანდელი კონფერენცია რიგით მეორეა და პირველისაგან განსხვავებით, გაიზარდა არა მარტო მასში მონაწილე სტუდენტთა რიცხვი, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წარმოდგენილ ნაშრომთა ხარისხი. ამ ტიპის კონფერენციების ჩატარებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკური კვლევითი საქმიანობის განვითარებას. სამომავლოდ, გვეგმავთ მსგავსი ღონისძიებებისათვის რეგულარული და უფრო მასშტაბური ხასიათის მიცემას," - განაცხადა დავით ამაღლობელმა.

 

სხვა სიახლეები