საქართველოს ეროვნულ ბანკში საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია განიხილეს
01 დეკემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკში საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიის განხილვა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში რობერტ კრისტიანსენი დაესწრნენ.
საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი ითვალისწინებს რვა ძირითად მიზანს: ფინანსური შუამავლობის დონის ამაღლებას და საბანკო სექტორის ეფექტიანობის გაზრდას; საქართველოს საბანკო სექტორისადმი ნდობის გაძლიერებას; საბანკო ზედამხედველობის ეფექტიანობისა და საბანკო სექტორში კორპორატიული მართვის ხარისხის გაუმჯობესებას; არაკეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობის განხორციელებისათვის და მართლსაწინააღმდეგო მიზნებისათვის კომერციული ბანკების გამოყენების თავიდან აცილებას; კონკურენტული გარემოს ხელშეწყობასა და საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდას; საქართველოს საბანკო კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან; საბანკო ბიზნესის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა 2005 წლის ბოლომდე დასრულდება.