საქართველოს ეროვნულ ბანკში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეხვედრა გაიმართა
23 თებერვალი, 2006
საფინანსო სისტემის შემდგომი ლიბერალიზების საკითხზე საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებული მოქმედების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან რომან გოცირიძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე, ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები დავით ამაღლობელი და გიორგი ღლონტი.
საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოზიციები განსახილველი საკითხების აბსოლუტურ უმრავლესობაზე დაემთხვა. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კი მიღწეული უნდა იქნას კომპრომისული გადაწყვეტილება, კერძოდ, კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ზრდის გრაფიკის კორექტირების შესახებ.
საქართველოს საფინანსო სისტემის ლიბერალიზების სამართლებრივი უზრუნველყოფა მოხდება, ერთი მხრივ, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით, მეორე მხრივ კი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანით.