
საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი ფინანსური კეთილდღეობის ზრდის უზრუნველყოფისთვის აგრძელებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით. ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ის ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერას ემსახურება.