საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
18 ოქტომბერი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში მორიგი შეხვედრა გამართა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან, რომელზეც საბანკო ზედამხედველობის შემდგომი სრულყოფის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საბანკო სექტორს შორის კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.