
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს ხელი.
"საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება კავკასიის ეკონომიკის მიმართულების ცალკე სკოლად დაარსების იდეას. ეკონომიკის სკოლის პრეზენტაციის ფარგლებში ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ვფიქრობთ დადებითად აისახება უნივერსიტეტის სტუდენტების აკადემიურ, პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე. ჩვენ ვგეგმავთ საშულება მივცეთ კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს ეროვნულ ბანკში გაიარონ სტაჟირება. დამეთანხმებით, მნიშვნელოვანია სტუდენტები ადგილზე გაეცნონ ეროვნული ბანკის საქმიანობას და თავად გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი, ასევე გაეცნონ მსოფლიო ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.