
საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარეშე) ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4.84 მლრდ ლარს (მათ შორის ეროვნული ვალუტით – 1.38 მლრდ ლარს, ხოლო უცხოური ვალუტით – 1.88 მლრდ აშშ დოლარს) გადააჭარბა. ეს მონაცემი ისტორიული მაქსიმუმია როგორც საერთო ჯამური მაჩვენებლით, ასევე ცალ–ცალკე: ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ოდენობით.