რომან გოცირიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ნამიგ ალიევს შეხვდა

რომან გოცირიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ნამიგ ალიევს შეხვდა

08 ივნისი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ნამიგ ალიევი მიიღო.   შეხვედრაზე საუბარი საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საფინანსო-საბანკო სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.   აზერბაიჯანის ელჩმა განაცხადა, რომ მისასალმებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტის გამოშვება.      საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 11 ივნისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველთა საბჭოს რიგით მერვე წლიური სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ვიზიტის ფარგლებში რომან გოცირიძე აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს ელმან რუსტამოვს შეხვდება.
სხვა სიახლეები