ფულადი გზავნილები ოქტომბერში

ფულადი გზავნილები ოქტომბერში

15 ნოემბერი, 2010

2010 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 86.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 7.5 პროცენტით მეტია 2009 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.5 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (1.6 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა ოქტომბერი, 2010,მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ოქტომბერი, 2009

ოქტომბერი, 2010

სულ      

86.8

100.0

100.0

რუსეთი

50.1

55.3

57.7

        აშშ

6.1

7.4

7.0

საბერძნეთი

5.3

7.7

6.1

იტალია

5.0

5.0

5.8

უკრაინა

4.4

7.2

5.0

თურქეთი

3.1

2.0

3.6

ესპანეთი

2.0

2.7

2.3

გერმანია

1.5

1.2

1.8

ისრაელი

1.1

1.0

1.3


2010 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.5 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის ოქტომბერში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:www.nbg.ge

სხვა სიახლეები