ფულადი გზავნილები ივნისში

ფულადი გზავნილები ივნისში

15 ივლისი, 2011

2011 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 98.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 28.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (8.8 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (4.8 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (3.3 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (3.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისი, 2011, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ივნისი, 2010

ივნისი, 2011

სულ      

98.9

100.0

100.0

რუსეთი

53.4

58.0

54.0

საბერძნეთი 

7.7

5.7

7.8

იტალია 

7.1

5.4

7.2

აშშ 

5.7

8.0

5.8

ყაზახეთი 

5.4

0.8

5.5

უკრაინა

4.2

5.1

4.3

თურქეთი

2.5

4.0

2.5

ესპანეთი 

2.1

2.1

2.1

ისრაელი

1.2

1.4

1.2

გერმანია 

1.1

1.8

1.1



2011 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 7.2 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის ივნისში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 



წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

 

სხვა სიახლეები