
ფულადი გზავნილები ივნისში
2010 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 74.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 3.3 პროცენტით მეტია 2009 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (4.6 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.5 მლნ აშშ დოლარით), გერმანიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), ისრაელიდან (0,3 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე, გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 89.8 პროცენტი მოდიოდა.
|
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი ივნისი, 2010 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
|
ივნისი, 2009 |
ივნისი, 2010 |
||
|
სულ |
74.3 |
100.0 |
100.0 |
|
რუსეთი |
42.8 |
53.1 |
57.7 |
|
აშშ |
6.0 |
8.4 |
8.1 |
|
საბერძნეთი |
4.3 |
7.1 |
5.8 |
|
იტალია |
4.1 |
5.7 |
5.5 |
|
უკრაინა |
3.9 |
7.1 |
5.2 |
|
თურქეთი |
2.9 |
3.3 |
3.9 |
|
ესპანეთი |
1.5 |
2.7 |
2.1 |
|
გერმანია |
1.3 |
1.4 |
1.8 |
| ისრაელი | 1.0 | 1.0 | 1.4 |
2010 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.1 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის ივნისში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: