
ფულადი გზავნილები იანვარში
2011 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17.4 პროცენტით მეტია 2010 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.4 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.3 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი მოდიოდა.
|
|
ფულადი გზავნილების მოცულობა იანვარი, 2011, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
|
იანვარი, 2010 |
იანვარი, 2011 |
||
|
სულ |
67.7 |
100.0 |
100.0 |
|
რუსეთი |
34.5 |
51.9 |
52.4 |
|
საბერძნეთი |
5.3 |
7.9 |
8.1 |
|
აშშ |
5.1 |
8.0 |
7.7 |
|
იტალია |
4.9 |
6.4 |
7.4 |
|
უკრაინა |
3.5 |
8.1 |
5.3 |
|
თურქეთი |
2.3 |
3.2 |
3.5 |
|
ესპანეთი |
1.6 |
2.9 |
2.5 |
|
ყაზახეთი |
1.1 |
0.6 |
1.7 |
|
გერმანია |
1.1 |
1.3 |
1.6 |
|
ისრაელი |
1.0 |
1.1 |
1.5 |
2011 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.2 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის იანვარში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge