
ფულადი გზავნილები დეკემბერში
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გააფართოვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესაბამისი მონაცემების დამატებით. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემების განახლებული მწკრივი 2010 წლის იანვრიდან, რომელიც მოიცავს საბანკო სექტორის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით მიღებულ და გაგზავნილ ფულად გზავნილებს.
2011 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 207.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.3 მლნ აშშ დოლარით (27.1 მლნ ლარით), ანუ 15.1 პროცენტით მეტია 2010 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა დეკემბერი, 2011,მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
||
| დეკემბერი, 2010 | დეკემბერი, 2011 | ||
| სულ | 124.9 | 100.0 | 100.0 |
| რუსეთი | 66.3 | 52.7 | 53.1 |
| საბერძნეთი | 13.3 | 9.3 | 10.6 |
| იტალია | 9.9 | 7.8 | 7.9 |
| აშშ | 7.3 | 6.3 | 5.9 |
| უკრაინა | 6.5 | 7.2 | 5.2 |
| ესპანეთი | 3.1 | 2.5 | 2.4 |
| თურქეთი | 2.3 | 2.8 | 1.8 |
| ინდოეთი | 1.5 | 0.1 | 1.2 |
| გაერთიანებული სამეფო | 1.2 | 1.1 | 1.0 |
| ისრაელი | 1.2 | 1.1 | 1.0 |
| გერმანია | 1.2 | 1.4 | 1.0 |
2011 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.2 მლნ აშშ დოლარი (15.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.0 მლნ აშშ დოლარის (21.2 მლნ ლარი) გასული წლის დეკემბერში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306