ფულადი გზავნილები აპრილში
2012 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 184.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.8 მლნ აშშ დოლარით (8.1 მლნ ლარით), ანუ 6.4 პროცენტით მეტია 2011 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89.2 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა აპრილი, 2012,მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
აპრილი, 2011 |
აპრილი, 2012 |
||
სულ |
112.6 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
60.7 |
48.9 |
53.9 |
საბერძნეთი |
14.0 |
12.1 |
12.4 |
იტალია |
8.9 |
8.8 |
7.9 |
აშშ |
6.9 |
5.6 |
6.1 |
უკრაინა |
3.9 |
4.0 |
3.5 |
ესპანეთი |
2.4 |
2.4 |
2.1 |
თურქეთი |
2.1 |
2.0 |
1.9 |
გაერთიანებული სამეფო |
1.4 |
1.6 |
1.3 |
ისრაელი |
1.3 |
1.2 |
1.1 |
ინდოეთი |
1.2 |
1.5 |
1.1 |
გერმანია |
1.1 |
1.0 |
1.0 |
2012 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.0 მლნ აშშ დოლარი (13.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.2 მლნ აშშ დოლარის (12.0 მლნ ლარი) გასული წლის აპრილში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306