
ფულადი გზავნილები აპრილში
2010 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 74.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 23.2 პროცენტით მეტია 2009 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (9.7 მლნ აშშ დოლარით), უკრაინიდან (1.3 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (1.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.8 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 88.3 პროცენტი მოდიოდა.
|
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი აპრილი, 2010 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
|
აპრილი, 2009 |
აპრილი, 2010 |
||
|
სულ |
74.7 |
100.0 |
100.0 |
|
რუსეთი |
41.9 |
53.0 |
56.0 |
|
აშშ |
5.5 |
8.7 |
7.4 |
|
უკრაინა |
5.5 |
7.0 |
7.4 |
|
საბერძნეთი |
5.0 |
6.6 |
6.6 |
|
იტალია |
3.9 |
6.1 |
5.2 |
|
თურქეთი |
2.5 |
3.3 |
3.3 |
|
ესპანეთი |
1.8 |
2.6 |
2.4 |
|
ისრაელი |
1.1 |
1.0 |
1.5 |
2010 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.8 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის აპრილში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge