ფულადი გზავნილები 2008 წელს

ფულადი გზავნილები 2008 წელს

16 იანვარი, 2009

2008 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების საერთო მოცულობამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 136.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 15.7 პროცენტით მეტია. წლის განმავლობაში შემოსული ფულადი გზავნილების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა გასული საანგარიშო წლის ივლისსა და დეკემბერში, შეაბამისად 97.4  და 108.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი - იანვარში, 58.5 მლნ აშშ დოლარი.

 

იან

თებ

მარ

აპრ

მაი

ივნ

ივლ

აგვ

სექ

ოქტ

ნოე

დეკ

ფულადი გზავნილები, მლნ აშშ დოლარი

 

58.5

 

65.3

 

80.4

 

83.5

 

80.6

 

84.4

 

97.4

 

73.8

 

86.1

 

92.0

 

91.3

 

108.8

მათ შორის, რუსეთიდან

 

35.7

 

39.2

 

50.1

 

51.4

 

48.3

 

53.5

 

63.4

 

45.0

 

54.2

 

56.8

 

62.4

 

73.9

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ ცხრა უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობის ხვედრითი წილი საერთო მოცულობის 1 პროცენტს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცხრა ქვეყანაზე გასული წელს მთელი ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა
2008 წელი,
მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, %

2007 წელი

2008 წელი

სულ      

1002.1

100.0

100.0

რუსეთი

633.9

62.9

63.3

უკრაინა

70.5

2.3

7.0

აშშ

63.9

13.5

6.4

საბერძნეთი

47.2

3.0

4.7

იტალია

36.6

2.8

3.7

სომხეთი

21.9

0.2

2.2

თურქეთი

20.9

2.0

2.1

ესპანეთი

20.4

3.4

2.0

ყაზახეთი

10.4

1.3

1.0

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის განმავლობაში საქართველოდან საზღვარგარეთ 84.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა. საერთო მოცულობის 68.6 პროცენტი მოდის ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა რუსეთი (42.9 პროცენტი), უკრაინა (16.1 პროცენტი), თურქეთი (5.9 პროცენტი), აშშ (3.7 პროცენტი).

გასული საანგარიშო წლის განმავლობაში უცხოეთიდან ფულის გადმოგზავნისას სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდა: Western Union-ი – 20.0 პროცენტით, Contact-ი – 18.6 პროცენტით, Anelik-ი – 16.8 პროცენტით, Unistream-ი – 14.6 პროცენტით, Leader-ი – 6.7 პროცენტით, Money Gram-ი – 5.6 პროცენტით, Быстрая почта – 5.4 პროცენტით, Intel Express-ი – 2.7 პროცენტით.

საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობდა: Western Union-ი 44.5 პროცენტით, Anelik-ი – 17.7 პროცენტით, Leader-ი – 13.8 პროცენტით, Unistream-ი – 6.7 პროცენტით, Быстрая почта – 6.5 პროცენტით, Contact-ი – 4.4  პროცენტით.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge//index.php?m=306

სხვა სიახლეები