
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 3 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 38 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.080%-ით, მაქსიმალური 13.750%-ით და საშუალო შეწონილი 13.572%–ით განისაზღვრა.