
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგი
2012 წლის 18 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 20 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.900%–ით, მაქსიმალური 8.160%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.031%–ით განისაზღვრა.