ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები
2011 წლის 11 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 48 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.000%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 12.300%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 12.213%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 12.2% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.