
მსოფლიო ბანკის ხაზინა დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პოლიტიკას
3 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის RAMP-ის პროგრამის მმართველი - კრისტიან მალდერი ეწვია. სტუმარი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილს და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვების მართვის და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.