კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 ივლისი, 2013

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 2.2 პროცენტით, ანუ 197.5 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.2 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 78.0 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  - 119.5  მლნ ლარით (2.0 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 828.9 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით ანუ 18.8 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.0 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.6 პროცენტით ანუ 101.5 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 46.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის მაისთან შედარებით, ივნისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 2.8 პროცენტით ანუ 60.0 მლნ ლარით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი ივლისისათვის 954.4 მლნ ლარით განისაზღვრა (4.3 პროცენტით ანუ 39.2 მლნ ლარით მეტი პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით); 9.4 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 453.5 მლნ ლარია (4.4 პროცენტით, ანუ 19.1 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 75.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2013 წლის ივნისის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 72.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის  4.0  მლრდ ლარს მიაღწია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები