კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

02 თებერვალი, 2009

2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკით, მათ შორის, 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით არის წარმოდგენილი. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1657.5 მლნ ლარით, ანუ 23.0 პროცენტით გაიზარდა და 8865.6 მლნ ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 46.2 მლნ ლარით (3.1 პროცენტი) გაიზარდა და 1517.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 17.1 პროცენტია. განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 120.3 მლნ ლარი, ანუ 26.5 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 15 ერთეულამდე გაიზარდა და მათი წილი ბანკების საერთო განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 85.7 პროცენტს გაუტოლდა.

უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 79.3 პროცენტამდე შემცირდა.

სხვა სიახლეები