
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.58 მლრდ ლარით, ანუ 2.7 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.46 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ივნისისათვის 57.09 მლრდ ლარი შეადგინა.საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.57 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 11.5 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: