კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

27 დეკემბერი, 2021

2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 79.58 მლნ ლარით, ანუ 0.13 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.06 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი დეკემბრისათვის 59.53 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.57 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.71 პროცენტია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

 

 

სხვა სიახლეები